Saturday, March 18, 2017

იტალია
















იტალია ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთიშვეიცარიაავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულსხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი.კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით.

იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[7]

No comments:

Post a Comment