Saturday, March 18, 2017

პროექტი

                     ვინ იყო თევდორე კველთელი?
პროექტის სახელწოდება: ვინ იყო თევდორე კველთელი?
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იძიებენ ინფორმაცის თევდორე მღვდლის შესახებ. რომელ ეპოქაში მოღვაწეობდა, ვინ მეფობდა იმ დროს და ვინ იყო წარჩინებული მთავარსარდალი.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, გაიხსენებენ სამშობლოსათვის თავდადებულებს. 
პროექტის მიზნები: ინფორმაციის მიწოდება თევდორე მღვდლის შესახებ. გააცნობიერებენ მის თავდადებას სამშობლოსადმი და მის შედეგებს.
მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.
ხანგრძლივობა: 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ თანამშრომლობის, შემოქმედებითობის, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების, პრეზენტაციის შექმნისა და წარდგენის უნარ-ჩვევები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ენციკლოპედია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ისტორიისა და ქართულის სახელმძღვანელოები, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: 1. თემის შერჩევა. 2. კლასი იყოფა 2 ნაწილად. პირველი ჯგუფი აგროვებს ინფორმაციას თევდორე მღვდლის, გიორგი სააკაძისა და ლუარსაბ II-ის შესახებ, მეორე ჯგუფი კი აწყობს პრეზენტაციას pover point-ში. 3. მასალის შეგროვება-მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში და წიგნებში. 4. ჯგუფის შეხვედრები-ჯგუფის შეხვედრებზე მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ შეხედულებებს. 5. პრეზენტაციის აწყობა-მოსწავლეები აჯამებენ ერთად შგროვილ ინფორმაციას და აწყობენ.
საგნებთან კავშირი: ქართ. V. 13. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა. ინტეგრირება ისტთან. ისტორიასთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თათარაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tatarashvili.nino1991@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http://ninotatarashvili.blogspot.com/


ავტობიოგრაფია

            მე ნინო თათარაშვილი დავიბადე 1991 წლის 15 სექტემბერს, მცხეთის რაიონ სოფელ ძველ ქანდაში. 2009 წელს დავამთავრე ძველი ქანდის საჯარო სკოლა. 2013 წელს დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი. 2014 წლიდან ვმუშაობ სოფელ ძველი ქანდის საჯარო სკოლაში სპეციალურ პედაგოგად.

იტალია
















იტალია ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთიშვეიცარიაავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულსხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი.კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით.

იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[7]